ფილოვირუსი
ფილოვირუსი – (ლათ. Filoviridae, filum —ძაფი) – ვირუსების ოჯახი Mononegavirales რიგიდან. დ. ბალტიმორის კლასიფიკაციის მიხედვით, მიეკუთვნებიან ვირუსების მეხუთე ჯგუფს. გენომი შეიცავს უარყოფითი პოლარობის ერთჯაჭვიან რნმ-ს. ფილოვირუსების სამი გვარია ცნობილი: Ebolavirus (5 სახეობა), მონოტიპური Marburgvirus (სახეობა – მარბურგის ვირუსი) და Cuevavirus (სახეობა — ვირუსი ლოვიუ). პირველი ორი ვირუსები იწვევს ჰემორაგიულ ცხელებებს, რომლებსაც ახასიათებს მასიური სისხლდენები და