Thiomargarita namibiensis
Thiomargarita namibiensis (ლათ.) – ზღვის ბინადარი, გრამუარყოფითი კოკოიდური ბაქტერიის სახეობა. კლასი გამა-პროტეობაქტერია. აღმოჩენილია ნამიბიის შელფის ბუნებრივ კონტინენტალურ დანალექში. ცნობილი ბაქტერიებიდან ყველაზე დიდი ბაქტერიაა. დიამეტრი 0.1-0.3 მმ, ზოგჯერ 0.75 მმ-მდე. გააჩნია ბურთისებრი ფორმა, ჩანს შეუიარაღებელი თვალით. წარმოქმნიან კარგად ორგანიზებულ ჯაჭვებს. უჯრედში აქვთ სამარაგო ნიტრატის შემცველი ვაკუოლი, რომელიც საშუალებას აძლევს ბაქტერიას გაუძლოს ნიტრატის და სულფიდის ხანგრძლივ არარსებობას.