უჯრედების ჰიბრიდიზაცია
უჯრედების ჰიბრიდიზაცია (cell hybridization) – სომატური უჯრედების ხელოვნური შერწყმა, სიცოცხლისუნარიანი ჰიბრიდული უჯრედის წარმოქმნით, საიდანაც მომავალში მიიღება უჯრედული ხაზი. უჯრედების ჰიბრიდიზაცია, უჯრედული ინჟინერიის საფუძველია. უჯრედების ჰიბრიდიზაცია, ასევე გამოიყენება გენების კარტირებისას – სახეობათშორის უჯრედების ჰიბრიდიზაციისას, რომლის დროს მიმდინარეობს ქრომოსომების ელიმინაცია. თანმიმდევრული მიტოზების დროს შეიძლება, ერთი ქრომოსომიდან სრული ქრომოსომული ნაკრების ან ერთი ქრომოსომის (ან მისი ფრაგმენტების) მქონე უჯრედის მიღება.