მარინესკუ – შეგრენის სინდრომი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარინესკუ – შეგრენის სინდრომი – (G. Marinescu რუმინ. ნევროპათოლოგი; K. G. T. Sjogen შვედი ფსიქიატრი და ნევროპათოლოგი)იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება თანდაყოლილი ორმხრივი კატარაქტით, ოლიგოფრენიით და ზურგისტვინ – ნათხემოვანი ატაქსიით. კლინიკურად ვლინდება ადრეულ ასაკში. სიბრმავე ვითარდება ორმხრივი კატარაქტის შედეგად, ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, მოგვიანებით ვლინდება გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა.