Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

ლეიკოენცეფალოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეიკოენცეფალოპათია – (მულტიფოკალური პროგრესული) იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება დიდი ნახევრასფეროების თეთრი ნივთიერების, ნათხემის, თავის ტვინის ღეროს არაანთებითი დაზიანებით. გამომწვევია ვირუსი, რომელიც იწვევს მიელინის მაპროდუცირებელი ოლიგოდენდროციტების მასიურ დაღუპვას. ვლინდება პროგრესირებადი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით (ჰემიპარეზი, ჰემიანოფსია, ატაქსია და სხვ.). თავზურგტვინის სითხეში ცვლილებები არ აღინიშნება. ლეტალობა დგება რამდენიმე თვის განმავლობაში.

Read More