Mycobactérium kansasii
Mycobactérium kansasii (ლათ.) – ნელა მზარდი ბაქტერიების სახეობა. შედის ახლონათესაური სახეობების NTBC (ინგლ. Non Mycobacterium tuberculosis complex) ჯგუფში, რომლებსაც შეუძლიათ მიკობაქტერიოზების გამოწვევა. დაავადება უპირატესად ვლინდება, ადამიანის სასუნთქი სისტემის დაზიანებით, სადაც ჩათრეულია ფილტვების ზედა წილის ქსოვილები. სადღეისოდ მათ მიერ ადამიანის ინფიცირება, საგრძნობლად შემცირებულია. შტამების უმრავლესობა მგრძნობიარეა რიფამიცინის მიერ, თუმცა შეუძლიათ გამძლეობა გამოავლინონ იზონიაზიდის, ეთამბუტანოლის, სტრეპტომიცინის მიმართ.