ბერნჰეიმის სინდრომი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბერნჰეიმის სინდრომი – (P. Bernheim, ფრან. კარდიოლოგი) მარჯვენაპარკუჭოვანი უკმარისობის სიმპტომების არსებობა ფილტვის ჰიპერტენზიისა და მარჯვენა პარკუჭის პირველადი დაზიანების ნიშნების არარსებობისას; ვითარდება მარჯვენა პარკუჭის ღრუს მოცულობის შემცირების შედეგად, მის სანათურში პარკუჭთაშუა ძგიდის გამობერვის გამო (მაგ. მარცხენა პარკუჭის მკვეთრი ჰიპერტროფიის და დილატაციის დროს ან პარკუჭთაშუა ძგიდის ანევრიზმის დროს). გაფრთხილება!