Lactobacillus delbrueckii subsp. bulgaricus
Lactobacillus delbrueckii subsp. bulgaricus (ლათ.) – ბულგარული ჩხირი. Lactobacillus delbrueckii-ის ქვესახეობა. ერთ-ერთი ბაქტერია, რომელიც გამოიყენება იოგურტის წარმოებაში. ბაქტერიას ადრე ეწოდებოდა Lactobacillus bulgaricus. მიკროორგანიზმი უმოძრაო, უსპორო, გრამდადებითია. ქემოორგანოჰეტეროტროფი. მიკროაეროფილი. ენერგიას იღებს ჰომოფერმენტული რძემჟავური დუღილით. საკვებ არეზე სჭირდება ზრდის ფაქტორები და ვიტამინები. გააჩნია პროტეაზები, რომლებიც ყველის მომწიფებაში მონაწილეობენ. Lactobacillus delbrueckii subsp. bulgaricus პროდუცირებს გარეუჯრედულ პოლისაქარიდებს, რითაც აუმჯობესებს