Hyphomicrobium
Hyphomicrobium (ლათ.) – ბაქტერიის გვარი Hyphomicrobiaceae-ს ოჯახიდან. კლასი α-პროტეობაქტერია. გრამუარყოფითი ჩხირები, მსხვილი ბოლოებით. წარმოქმნის მონო – და ბიპოლარულ ძაფისებრ წანაზარდებს. სპორებს არ წარმოქმნის. ჰიფები სეპტირებული არ არის. თუმცა, ჰიფის შიგნით, კარგად ჩანს მემბრანული ტიხრები. უჯრედები იღებება ფუქსინით. შვილეული უჯრედები წარმოიქმნება დაკვირტვით. საკულტივაციო არეზე იძლევა წვრილ კოლონიებს. ქემოორგანოჰეტეროტროფია, აერობი, ოლიგოკარბოფილი, საჭიროებს CO2-ს. ზრდის ოპტიმალური ტემპერატურა +20…+25