Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

Heliobacteriaceae

Heliobacteriaceae (ლათ.) – ბაქტერიების მცირე ოჯახი, რომელიც ენერგიას ფოტოსინთეზის საშუალებით იღებს. იყენებს ფოტოსისტემა I-ის რეაქციულ ცენტრს. მორფოლოგიურად წარმოადგენს ერთუჯრედიან პლეიომორფულ ჩხირისებრ ან სპირალურ მიკროორგანიზმს. გადაადგილება შეუძლიათ ცოცვით ან შოლტებით. ჰელიობაქტერი იყენებს მხოლოდ ამ ჯგუფისათვის უნიკალურ პიგმენტს ბაქტერიოქლოროფილ g-ს, რომელიც სხვა პიგმენტებისაგან განსხვავებით (670-788 ნმ), შთანთქავს სინათლის მოკლე ტალღებს. ამრიგად, ჰელიობაქტერი იკავებს ბუნებაში საკუთარ ეკოლოგიურ ნიშას.

Read More