Helicobacter pylori
Helicobacter pylori (ლათ.) – სპირალური ბაქტერია, ბინადრობს კუჭის ნაკეცებში. გრამუარყოფითია, ინფიცირებს კუჭს და თორმეტგოჯა ნაწლავს. არის კუჭის წყლულის, გასტრიტების, დუოდენიტების, კუჭის კიბოს შემთხვევათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუმცა აღსანიშნავია, რომ Helicobacter pylori-ის მტარებელთა 90%-ს არანაირი დაავადების სიმპტომები არ გააჩნია. ბაქტერიული უჯრედის ფორმა სპირალურია. კუჭში მოხვედრის შემდეგ H. Pylori, სწრაფად მოძრაობს შოლტებით, გადალახავს ლორწოს დამცველობით შრეს და