Haemophilus ducreyi
Haemophilus ducreyi (ლათ.) – გრამუარყოფითი ბაქტერიების სახეობა. გვარი Haemophilus. H. ducreyi იწვევს ვენერიულ დაავადებას – რბილ შანკრს. ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში. დაავადება იწყება სასქესო ორგანოებზე მუწუკის მსგავსი გამონაყარით, რაც დროთა განმავლობაში წყლულდება. წყლულის ზედაპირი იფარება ჩირქოვანი, უსწორმასწორო კიდეების მქონე ნადებით. ბაქტერიის უჯრედის ფორმა ჩხირისებრია, ბოლოები მომრგვალებულია. არ მოძრაობს. წარმოქმნის კაფსულას. ქემოორგანოჰეტეროტროფია. ფაკულტატური ანაერობი.