Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

Deinococcus-Thermus

Deinococcus-Thermus (ლათ.) – ბაქტერიების მცირერიცხოვანი ტიპი, კლასი Deinococci. მოიცავს მხოლოდ ორ რიგს: Deinococcales, სადაც შედის D. Radiodurans-ი და Thermales-ი მიეკუთვნება Thermus aquaticus-ი, რომელიც ცნობილია საკუთარი Taq-პოლიმერაზით, რასაც იყენებენ პოლიმერაზას ჯაჭვურ რეაქციაში. Deinococcalesს რიგის წარმომადგენლების მემბრანაში, არ არის ლიპოპოლისაქარიდები. ისინი აგროვებენ კაროტინოიდებს, რაც მათ წითელ შეფერილობას აძლევს. გენოტიპი წარმოდგენილია მრავალასლიანი ქრომოსომით. Deinococcus-Thermus-ი წარმოადგენს აერობს და ქემოორგანოჰეტეროტროფს.

Read More