Category Archives: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ქრონიკული ვენური უკმარისობა

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ კომპრესიული (ელასტიკური) წინდები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. ქრონიკული ვენური უკმარისობა სისხლძარღვოვანი სინდრომია, რომელიც ხასიათდება ღრმა ვენების სარქვლების უკმარისობით და ხშირად ვითარდება ღრმა ვენების თრომბოზის გადატანის შემდეგ. ეტიოლოგია, პათოგენეზი ღრმა ვენების თრომბოზის შემთხვევაში დროთა განმავლობაში მიმდინარეობს ე.წ. რეკანალიზაცია, თუმცა  ვენები კარგავენ ელასტიკურობას, აღინიშნება ფიბროზული გადაგვარება. დაზიანებული სარქვლები ვეღარ ეწინააღმდეგება 

Read More

გულის სარქვლების პლასტიკა და პროტეზირება

ფიზიოლოგიურად განსაზღვრულია სისხლის გარკვეული მიმართულებით დინება გულის ღრუებში, რისთვისაც აუცილებელია გულის სარქვლების  ნორმალური ფუნქციონირება. გულის სარქვლები  განლაგებულია პარკუჭებსა და წინაგულებს და ასევე მარცხენა პარკუჭსა და აორტას შორის, მარჯვენა პარკუჭსა და ფილტვის არტერიას შორის. სარქვლების შეთანხმებული მოქმედება სისტოლასა და დიასტოლაში განაპირობებს სისხლის ფიზიოლოგიურ დინებას და ეწინაამდეგება რეგურგიტაციას, არტერიული და ვენური სისხლის შერევას, გულის  ღრუების გადავსებას. გულის სარქვლების

Read More