მიოკარდიოდისტროფია
მიოკარდიოდისტროფია მიოკარდიოდისტროფია (myocardiodystrophy) – გულის კუნთის არაანთებითი დაზიანება, გამოწვეული მისი მეტაბოლიზმის დარღვევის შედეგად. ეტიოლოგია. მწვავე ქრონიკული და ეგზოგენური ინტოქსიკაციები, მათ შორის ალკოჰოლური, ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (თირეოტოქსიკოზი, მიქსედემა, კუშინგის სინდრომი, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ავიტამინოზი, შიმშილი), ანემია, პათოლოგიური კლიმაქსი, ფიზიკური გადაძაბვა (,,ჯარისკაცის გული”), ინფექციები (მათ შორის ტონზილოგენური), ფიზიკური აგენტები (რადიაცია, უწონადობა, გადაცხელება), სისტემური დაავადებები (კოლაგენოზები,