ტრიქოფიტია
ტრიქოფიტია trichophytosis ტრიქოფიტია – კანისა და მისი დამანატების (თმები, ფრჩხილები) დაავადებაა; გამომწვევია Trichophyton – ის გვარის სოკოები. განასხვავებენ ზედაპირულ, ღრმა, დაჩირქებად ტრიქოფიტიებს. ზედაპირული ტრიქოფიტიების დასნებოვნების წყაროს წარმოადგენენ დაავადებული ადამიანები. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის შედეგად, უხშირესად ოჯახის, დახურული საბავშვო დაწესებულებების პირობებში. ღრმა ტრიქოფიტიის დასნებოვნების წყაროებია დაავადებული ცხოველები, მათთან უშუალო ან მათი ბეწვით დაბინძურებული საგნებთან კონტაქტი.