Category Archives: კანის

ქლოაზმა

ქლოაზმა – კანის ჰიპერპიგმენტაციაა, რომელიც გამოვლინდება უპირატესად ტუჩის, შუბლის, ხელების მიდამოში, იშვიათად კი ტანზე. უხშირესად გვხვდება ქალებში ორსულობის დროს, ასევე გინეკოლოგიური დაავადებებისას, ჰორმონალური დარღვევებისას, ზოგიერთი მედიკამენტისა და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების დროს. ლაქებს აქვთ ღია ან მუქი ყავისფერი შეფერილობა, განსხვავებული ფორმა და სიდიდე. მზეზე ყოფნისას პიგმენტაცია ძლიერდება. პირგენტური ლაქები, როგორც წესი თავისთავად ქრება ორსულობის დასრულების შემდეგ

Read More

ქვედა ტუჩის ნახეთქი

ქვედა ტუჩის ნახეთქი
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ქვედა ტუჩის ნახეთქი – ქრონიკული დაავადება, რომელმაც შეიძლება დააავადოს როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. დაავადების განვითარება არაა დაკავშირებული ასაკთან. ნახეთქის განვითარება უპირატესად ქვედა ტუჩზე განპირობებულია მისი ანატომიური თავისებურებიდან გამომდიანარე და მისი გამუდმებული დაზიანებით. გარედან ტუჩის მუდმივი გაღზიანებისგან ჩნდება წვრილი ნახეთქი, რომელიც ტუჩს ყოფს ორ ნაწილად. ზოგიერთ შემთხვევაში ნახეთქი იმდენად დიდდება, რომ შესაძლოა მიაღწიოს ლორწოვან გარსამდე, თუმცა არასოდეს არ აზიანებს კანს ტუჩის გარშემო.

Read More