ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფთაგან „თითის გაშვერის“ პოზიციას!
მყავს ორი ვაჟი. მათ შორის ერთი დაუნის სინდრომით – ლექსო. ძმებს შორის ასაკობრივი სხვაობა წელიწადნახევარია. ამჟამად ისინი 21 და 22 წლის არიან. აქვთ ძალიან კარგი ძმობა. აქამდე დიდი გზა გამოვიარეთ. ვადარებ და ვხვდები, რა დიდი სხვაობაა მაშინდელ და ახლანდელ გარემოს შორის, საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ. მე პირადად შვილებს ისე ვზრდიდი, რომ მათ შორის დიდ სხვაობას ვერ