სპონდილოართროზი
სპონდილოართროზი – მალთაშუა სახსრების ართროზი, უპირატესად კისრისა და წელის არეში. შესაძლებელია მიმდინარეობდეს სახსრების ფუნქციონალური ბლოკადით, სახსრებში ამოვარდნილობით და სასახსრე კაფსულის დაზიანებით, სახსრის ქსოვილების ანთებით. კლინიკურად ვლინდება ორმხრივი ტკივილით, რომელიც ლოკალიზდება პარავერტებრალურად და შესაძლოა ირადირებდეს მხარში, გავა – თეძოს შენაწევრების არეში და ბარძაყში. დილაობით ავადმყოფებს აღენიშნებათ გარდამავლი შებოჭილობა. ტკივილი ძლიერდება სახსრის გაშლისას, განსაკუთრებით ერთდროული როტაციისას, მაგრამ