Category Archives: საჭმლის

ფაღარათი (დიარეა)

ფაღარათი (დიარეა) diarrhea ფაღარათი (დიარეა) – (ძველბერძნული) διάρροια)  თხიერი განავლის გახშირებული გამოყოფა (დღეში 2 – ჯერ მეტად). ფაღარათი (დიარეა)  დაკავშირებულია ნაწლავის შიგთავსის დაჩქარებული გადაადგილებასთან მისი პერისტალტიკის გაძლიერების შედეგად, მსხვილ ნაწლავში წყლის შეწოვის დარღვევასთან და ნაწლავის კედლის მიერ ანთებითი სეკრეტის ან ტრანსუდატის გამოყოფასთან. დიარეას, ანუ ფაღარათს ხალხში არასწორად  “კუჭის აშლას” უწოდებენ. სინამდვილეში იგი ნაწლავების მოქმედების «აშლაა» (დარღვევაა).

Read More

კვებითი ალერგია

კვებითი ალერგია food allergy

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ეტიოლოგია, პათოგენეზი. საჭმლის მომნელებელი ორგანოების ალერგიული დაზიანება შესაძლოა იყოს საკვებისმიერი, წამლისმიერი, ბაქტერიული და სხვა წარმოშობის. კვებითი ალერგია ვითარდება ზოგიერთი ბოსტნეულის, ხილის, კენკრის, სოკოების, ზღვის იშვიათი და თევზეული პროდუქტების მიღებით. ალერგია შეიძლება განვითარდეს აგრეთვე წამლების მიღების შემდეგ, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი მასენსიბილიზირებელი თვისებები (ანტიბიოტიკები, სულფანილამიდური პრეპარატები, ჰიდრაზინები, ატოფანი, პირაზოლონის წარმოებულები და სხვ.).

Read More