გინგივექტომია: ჩვენებები, უკუჩვენებები, მეთოდი
გინგივექტომია: ჩვენებები, უკუჩვენებები, მეთოდი როდესაც პაროდონტის კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია გინგივექტომია- ღრძილის ჩაზრდილი, მტკივნეული კიდის მოცილება. გინგივექტომიის ჩვენებებია: 1. პაროდონტის დაავადებების მკურნალობა.ნორმალურ მდგომარეობაში ღრძილი ებჯინება კბილის ფესვს. პაროდონტის არანამკურნალები დაავადებების დროს ჩნდება ღრძილის პათოლოგიური ჯიბეები. ღრძილის აშრევებული ნაწილის ქვეშ გროვდება ნადები და საკვების ნარჩენები, რომელთა მოცილებაც პრაქტიკულად შეუძლებელია კბილის ჯაგრისით.