ოპერაციისთვის მომზადება. რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ოპერაციისთვის მომზადება. რა უნდა იცოდეს პაციენტმა? ოპერაცია, ქირურგიული ჩარევა – ეს სიტყვები კიდევ უფრო აშინებს სტომატოლოგიური კლინიკების ისედაც შეშინებულ პაციენტებს. სხვათა შორის, კბილის ამოღებაც ოპერაციაა. ამავდროულად, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, თითქმის ყველა ქირურგიული ოპერაცია სტომატოლოგიაში მიმართულია კბილების შენარჩუნებისკენ. კბილების შემანარჩუნებელ ოპერაციებს მიეკუთვნება კბილების ფესვების ამპუტაცია, გვირგვინოვან-რადიკულური სეპარაციები, ასევე პაროდონტის დაავადებების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები. კვალიფიციური