საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების საშუალებით ქვედა ყბა ასრულებს მოძრაობებს მეტყველების, საკვების მიღების დროს და ა.შ. ეს ერთადერთი წყვილი სახსარია ჩვენს ორგანიზმში, რომელიც აბსოლუტურად სიმეტრიულად მოძრაობს. მას ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც მუხლის სახსრებს. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია ვითარდება, როდესაც დისკო (მოქნილი ელემენტი სასახსრე ჩანთასა და სახსრის თავს შორის) კარგავს ელასტიურობას და იცვლის ფორმას.