კბილების გათეთრება ორსულობის დროს
კბილების გათეთრება ორსულობის დროს კბილების გათეთრება არ მიეკუთვნება ნეიტრალურ სტომატოლოგიურ პროცედურებს, ამიტომ ორსულებში ის რეკომენდებული არ არის. კლინიკურ გათეთრებას საფუძვლად უდევს ჟანგვითი პროცესები, რომლებიც წარმოიქმნება კბილების ქსოვილებში ატომარული ჟანგბადის ზემოქმედებით. სპეციალური სანათიდან მომდინარე სინათლის ნაკადი კი ააქტიურებს ამ რეაქციას. კბილების გარდა, ეს პროცესი მოქმედებს ასევე პირის ღრუს ლორწოვან გარსზეც. ორსულობის დროს მრავალ ქალს უვითარდება ე.წ.