ჰერპესი ჩვეულებრივი (მარტივი)
.. ჰერპესი ჩვეულებრივი ( მარტივი ) – (სტომატ.) ადამიანის ყველაზე გავრცელებული ვირუსული დაავადებაა. იწვევს მარტივი ჰერპესის ვირუსი, რომელიც აღინიშნება მოზრდილთა 75-90%-ში. ინფექციის წყაროა ავადმყოფები და ვირუსმტარებლები. პირველადი ინფიცირება, ძირითადად, ხდება სიცოცხლის 6 თვის შემდეგ, რადგან ამ დრომდე მრავალი ახალშობილის სისხლში არის დედის იმუნური სისტემიდან მიღებული ანტისხეულები. სიცოცხლის პირველ თვეებში დაავადება ძალიან იშვიათია და იწვევს კანის,