ტეტრაციკლინური კბილები
.. ტეტრაციკლინური კბილები – (სტომატ.) სისტემური ჰიპოპლაზიის ერთ-ერთი სახეობა. კბილების ფერის შეცვლა ტეტრაციკლინის მიღების გამო, კბილის ქსოვილების ჩამოყალიბებისა და მინერალიზაციის პერიოდში. მინანქრის ფერისა და სტრუქტურის ცვლილების ხასიათი დამოკიდებულია პრეპარატის დოზასა და სახეობაზე. კბილების შეფერვის ინტენსიურობა შეიძლება იყოს ღია ყვითელიდან ყავისფრამდე. მცირე დოზების მიღებისას იცვლება ფერი, ხოლო ძალიან დიდი დოზებისას ფერის ცვლილებასთან ერთად აღინიშნება მინანქრის განუვითარებლობა.