საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი (articulatio temporo-mandibularae)
.. საფეთქელ – ქვედა ყბის სახსარი (articulatio temporo-mandibularae) – (სტომატ.) შედგება საფეთქლის ძვლებზე მდებარე სასახსრე ფოსოებისა (fossa mandibularis) და ქვედა ყბის სასახსრე თავებისგან. თითოეულ შესახსრებას აქვს სახსარშიდა ხრტილი-დისკო, სასახსრე ჩანთა, იოგოვანი აპარატი. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ელემენტების ფორმა ინდივიდუალურია. ზრდასრული ადამიანის სასახსრე ფოსოები ელიფსისებრია, წინიდან შემოფარგლულია სასახსრე ბორცვების უკანა ზედაპირებით, უკნიდან planum tympanicum-ით (მათ გამოყოფს გარეთა