რეცესია ღრძილის ადგილობრივი
.. რეცესია ღრძილის ადგილობრივი – (სტომატ.) ხასიათდება ღრძილის შემოფარგლული ატროფიით. ვლინდება კბილის ფესვის გაშიშვლებით ვესტიბულური მხრიდან, ღრძილის სიმაღლის დაქვეითებით უპირატესად ეშვებისა და საჭრელების მიდამოში, ხილული ანთებისა და ჯიბის წარმოქმნის გარეშე. ავადმყოფი უჩივის ესთეტურ დისკომფორტს, ჰიპერესთეზიებს. დისტროფიული ცვლილებების შედეგად განვითარებული ადგილობრივი რეცესიის მთავარი მიზეზია კიდისმიერი პაროდონტის ტრავმა – (სტომატ.) საკვების გუნდით ოკლუზიური ტრავმა კბილის ეკვატორის გადასწორების,