კბილების აღდგენა
კბილების აღდგენა კბილების აღსადგენად ამჟამად სტომატოლოგები იყენებენ ე.წ. “დაშენების” ტექნოლოგიას. მისი საშუალებით შესაძლებელია დაზიანების სხვადასხვა სიმძიმის (რამდენიმე მმ-ით მოცვეთიდან პრაქტიკულად სრულ დაშლამდე) მქონე კბილების აღდგენა. თანამედროვე მასალებით აღჭურვილი ექიმები უკვე იმდენად წარმატებით ართმევენ თავს ამ პროცედურას, რომ სრულფასოვნად ნარჩუნდება კბილის ფუნქცია, სიმტკიცე და ესთეტიკაც. ამჟამად, მრავალი ადამიანი ზრუნავს კბილების ესთეტიკაზე. ზოგიერთი კლინიკას მიმართავს თავისი ნებით,