ორთოპედიული სტომატოლოგია
.. ორთოპედიული სტომატოლოგია – (სტომატ.) ზოგადი სტომატოლოგიის განყოფილება, ზოგადი ორთოპედიის დამოუკიდებელი ნაწილი. მეცნიერება ყბა-კბილოვანი სისტემის ორგანოების ანომალიების, შეძენილი დეფექტების, დაზიანებებისა და დეფორმაციების გამოცნობის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის შესახებ. ამ მიზნებისთვის მას აქვს მკურნალობის ფუნქციური (მიოთერაპია, მექანოთერაპია), საპროთეზო, აპარატურული და აპარატურულ-ქირურგიული მეთოდები. ორთოპედიულ თერაპიაში ძირითადი ადგილი პროთეზირებას უჭირავს. მისი მიზანია კბილთა მწკრივის ან ალვეოლური მორჩის დეფექტების ჩანაცვლება,