ნერწყვი (sialon)
.. ნერწყვი (sialon) – (სტომატ.) პირის სითხე, სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტი. ადამიანის შერეული ნერწყვი არის წებვადი სითხე ხვედრითი წონით 1,002-1,017. ის ოდნავ მღვრიეა უჯრედული ელემენტების არსებობის გამო. შერეული ნერწყვის სიბლანტე მერყეობს 5,72-დან 9,86 პუაზამდე. ის შეიცავს დაახლოებით 98-99% წყალს და მასში გახსნილ ზოგიერთ მინერალურ და ორგანულ ნივთიერებას. ზრდასრულ ადამიანში გამოიყოფა 1,5 ლ ნერწყვი დღე-ღამეში. გადაყლაპული ნერწყვი