ნახეთქი
.. ნახეთქი – (სტომატ.) პირის კუთხის კანისა და ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, დაწყლულება და მაცერაცია. დაავადებას იწვევს მრავალი მიზეზი: სტრეპტოკოკებით, საფუარა სოკოებით ინფიცირება ან ტრავმა. ნახეთქი ხშირად ვითარდება მშრალი, ნაკლებელასტიური კანის მქონე პირებში.კბილის პროთეზის გამოყენების დროს ნახეთქი ვითარდება, როდესაც პირის ნაპრალი პატარაა, პროთეზის ბაზისი კი დიდი. პირის ღრუში პროთეზის შეტანა და გამოტანა იწვევს პირის კუთხეების დახეთქვას