ლეიკოპლაკია (leucoplakia)
.. ლეიკოპლაკია (leucoplakia) – (სტომატ.) ლორწოვანი გარსების ქრონიკული დაავადება. აღინიშნება ეპითელიუმის მომატებული გარქოვანება და ლორწოვანი გარსის ანთება. ძირითადად, მდებარეობს ტუჩის წითელ არშიაზე და პირის ღრუს ლორწოვანზე. იშვიათად, ზიანდება საყლაპავის, სასქესო ორგანოების, სწორი ნაწლავისა და სხვ. ლორწოვანი გარსები. ძალიან იშვიათად გვხვდება ბავშვებში. დაავადება, ძირითადად, ვითარდება საშუალო და უფროსი ასაკის პირებში, უპირატესად მამაკაცებში, მათში მავნე ჩვევების, უპირველეს