კბილის ჯაგრისი
.. კბილის ჯაგრისი – (სტომატ.) პირადი ჰიგიენის საგანი, გაჩნდა XIX ს-ში. ჯერ მზადდებოდა ცხენის ძუისგან, შემდეგ ღორის ჯაგრისგან, ამჟამად პლასტმასისგან (გამოდის ელექტრულიც). გამოიყენება საკვების ნარჩენებისგან, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის აქერცლილი ეპითელიუმისგან, დალექილი მარილებისგან და სხვ. წარმოქმნილი ნადების მოსაცილებლად. კბილის ჯაგრისი პატარა უნდა იყოს: ტარის სიგრძე 10 სმ (ბავშვებისთვის 6-7 სმ), ჯაგრისის 5 სმ (ბავშვებისთვის 3-4