კბილის საპროთეზო ლაბორატორია
.. კბილის საპროთეზო ლაბორატორია – (სტომატ.) შენობა, სადაც კბილის ტექნიკოსები ამზადებენ სხვადასხვა პროთეზს, ორთოდონტულ აპარატებს ყბა-კბილოვანი დეფორმაციის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, რთულ არტაშნებსა და პროთეზებს ყბა-სახის დაზიანებების მქონე ავადმყოფების სამკურნალოდ. კბილის საპროთეზო ლაბორატორიის ორგანიზებისას გასათვალისწინებელია სპეციფიკური პირობები, რომლებშიც იმყოფებიან კბილის ტექნიკოსები: მჟავებთან (გოგირდმჟავა, მარილმჟავა), პოლიმეთილაკრილატის ეთერებთან, აირთან და ბენზინის ორთქლთან მუშაობა ჩამოსხმისა და მირჩილვის დროს, სხვა