დენტალური გადასაღები აპარატები
დენტალური გადასაღები აპარატები თანამედროვე სტომატოლოგიაში რენტგენის აპარატების გარეში წარმოუდგენელია დაავადებათა ზუსტი დიაგნოსტიკა და მკურნალობის ეფექტური გეგმის შედგენა. კონკრეტული კლინიკური შემთხვევის მიხედვით, ტარდება ინტრაორალური,პანორამული ან ცეფალომეტრული კვლევა. ამ კლასიფიკაციის შესაბამისად, რენტგენის აპარატურას მიეკუთვნება: დენტალური გადასაღები აპარატები, ორთოპანტომოგრაფი, რადიოვიზიოგრაფი (ციფრული დენტალური აპარატები) და სპეციალიზებული კომპიუტერული ტომოგრაფები. ყველაზე ხშირად, ყოველდღიურ პრაქტიკაში, დაავადების დაწვრილებითი შესწავლისა და სტრუქტურიზაციისთვის გამოიყენება პირშიგნითა (ინტრაორალური) რენტგენოდიაგნოსტიკა, რომელიც ხორციელდება