კბილის ამოჭრის მექანიზმი
.. კბილის ამოჭრის მექანიზმი – (სტომატ.) არსებობს თეორიები, რომლებიც კბილის ამოჭრის მექანიზმში მთავარ როლს სხვადასხვა ქსოვილს ან სხვა ფაქტორებს ანიჭებენ. ზოგიერთი ავტორის აზრით, კბილის ამოჭრა მისი ფესვის ზრდის ხარჯზე ხდება (ფესვის თეორია): ფესვი ალვეოლის უძრავ ძვლოვან ფსკერს ებჯინება და კბილი გარეთ ამოდის. სხვები მთავარ როლს კბილის ჩანასახის დვრილს ანიჭებენ, რომელიც ზრდის პროცესში აწვება წარმოქმნილ დენტინს