კარიესი (ლათ. caries
.. კარიესი (ლათ. caries – (სტომატ.) სიდამპლე) – (სტომატ.) კბილის ლოკალიზებული, პროგრესირებადი, ქრონიკულად მიმდინარე დაშლა. კბილის ფოლაქში მიკროორგანიზმების მიერ ნახშირწყლების ფერმენტული დაშლის დროს კბილების ზედაპირზე წარმოიქმნება ორგანული მჟავები, რომლებიც შლიან მინანქრის არაორგანულ ფუძეს. დემინერალიზაციას მოსდევს ორგანული მატრიცის ფერმენტული დაშლა ღრუს წარმოქმნითა და ინფიცირებით. განასხვავებენ შემდეგი სახის კარიესს: 1) საწყისი კარიესი – (სტომატ.) მინანქრის ფერის შეცვლა