ეშვები
.. ეშვები – (სტომატ.) მესამე კბილები. საჭრელებზე გრძელი და მახვილია. მიეკუთვნებიან წინა კბილებს. მათი ფუნქციაა საკვების მკვრივი, მაგარი ნაწილების მოგლეჯვა და დაქუცმაცება ღეჭვის პირველ ფაზაში. თითოეულ ყბაზე ორი ეშვია – (სტომატ.) მარჯვენა და მარცხენა. ისინი ქმნიან გამამაგრებელ კარკასს პირის წრიული კუნთისთვის. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe) … გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>> გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე