გინგივიტი წყლულოვან-ნეკროზული ვენსანის
.. გინგივიტი წყლულოვან – ნეკროზული ვენსანის – (სტომატ.) გინგივიტის ეს ფორმა კატარულსა და ჰიპერტროფიულზე იშვიათია. ძირითადად, ქრონიკული კატარული გინგივიტის გართულებაა. კატარულის წყლულოვან-ნეკროზულში გადასვლას ხელს უწყობს ორგანიზმის რეზისტენტობის დამაქვეითებელი ცვლილებები და დაავადებები (ინფექციური, ალერგიული დაავადებები, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენური მდგომარეობა, ბევრი კარიესული, დაშლილი კბილი და სხვ.). (თ. ბინიაშვილი. dentalcafe) … გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>> გადასვლა