გინგივიტი ქრონიკული ჰიპერტროფიული
.. გინგივიტი ქრონიკული ჰიპერტროფიული – (სტომატ.) ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაავადება შედარებით ხშირად ვლინდება (კატარულის შემდეგ, მეორე ადგილი უჭირავს). ის, ძირითადად, პრეპუბერტულ (8-9-დან 13-14 წ-მდე) და პუბერტულ (13-14-დან 18-20 წ-მდე) პერიოდებში დიაგნოსტირდება. ღრძილის ჰიპერტროფიის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს სასქესო ჰორმონებს. მათი ქაოსური გამოყოფა პროლიფერაციული პროცესების სტიმულაციის პირობებს ქმნის ლორწოვანი გარსების, მათ შორის ღრძილის, ეპითელიუმში. გინგივიტისადმი