გვირგვინი კბილის ხელოვნური (ერთეული)
გვირგვინი კბილის ხელოვნური ( ერთეული ) – (სტომატ.) კბილის გვირგვინის მფარავი პროთეზი. ფუნქციის მიხედვით შეიძლება იყოს აღმდგენი, საფიქსაციო (საყრდენი), დროებითი ან პროვიზორული (დამცავი ჩაჩებით). კბილები სპეციალურად მზადდება (პრეპარირდება) გვირგვინის ქვეშ, რომელიც საყრდენ კბილებზე სპეციალური ცემენტით ფიქსირდება. მან უნდა აღადგინოს დაზიანებული გვირგვინის ანატომიური ფორმა, თავის თავზე აიღოს მისი ფუნქცია, კბილის შენარჩუნებული სტრუქტურები დაიცვას შემდგომი დაშლისგან. მის