ბელცის სინდრომი
.. ბელცის სინდრომი – (სტომატ.) ტუჩების ლორწოვანი გარსის ღრმა ანთება: სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა ჭამისა და საუბრის დროს, ძლიერი ტკივილი, რეფლექსურად ჩამოშვებული ქვედა ტუჩი (ზედა ტუჩთან და კბილებთან შეხების ასაცილებლად); ტუჩების ნელა განვითარებადი და თანდათან ჩაღრმავებადი წყლულები. თანდაყოლილი ფორმები განიხილება როგორც კიბოსწინარე მდგომარეობა. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe) … გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>> გადასვლა