სისხლძარღვოვანი მომჭერი
,,ქირურგიული ინსტრუმენტები” ბლაგვბოლოებიანი, მოხრილი, ქირურგიული ინსტრუმენტი. დანიშნულება: ა) ოპერაციის დროს (თირკმელზე, ელენთაზე და სხვა) მაგისტრალური სისხლძარღვების გადაჭერა სისხლის მიმოქცევის დროებითი შეწყვეტის მიზნით; ბ) სისხლძარღვების დროებითი გადაჭერა, მათი მთლიანობის (სისლძარღვოვანი ნაკერების ფორმირება) ან გამავლობის აღდგენისას; სისხლის დენის შესაჩერებელი მომჭერისაგან განსხვავებით, სისხლძარღვოვანი მომჭერის ბრანშებს ფიგურული აგებულება და კრემალიერს დიდი რაოდენობით კბილები აქვს, რაც ნაზი რეგულირების საშუალებას იძლევა