Category Archives: turmanidze

ლანგის აკნე

ლანგის აკნე – ოქროსფერი სტაფილოკოკით ან სტრეპტოსტაფილოკოკით გამოწვეული თავის კანის თმიანი ნაწილის ჩირქოვანი პერიფოლიკულური ანთება. ინფექციების გარდა მნიშვნელობა აქვს ჰიპოვიტამინოზს, განსაკუთრებით D ვიტამინის; აგრეთვე სტაფილოკოკებისადმი ალერგიას. კლინიკურად ძალიან ჰგავს შეერთებულ ფლეგმონოზურ აკნეს გამონაყარს. პერიფოკალური პათოლოგიური ელემენტები (ხორკლები) იშლება, წარმოშობს ჩირქგროვებს ფისტულებით. უფრო ხშირად ლოკალიზდება კეფის არეში, კისრის უკანა მხარეს, იშვიათად უკან, გასავლის არეში და ბარძაყებზე.

Read More

ვარიკოზული წყლულები

ვარიკოზული წყლულები – (კანისა და ვენ. დაავ.) გავრცელებული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის დეფექტით, უხშირესად ქვედა კიდურებზე, მყარი მიმდინარეობით, გაძნელებული შეხორცებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი ვითარდება ქვედა კიდურებზე ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების, თრომბოფლებიტის, ენდარტერიიტების, პერიფერიული ნერვების დაზიანებების ნიადაგზე აღმოცენებული ნეიროტროფული მოშლილობების შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა უხშირესად წყლულები განლაგებულია წვივის ქვედა მესამედის მედიალურ ზედაპირზე, ზოგჯერ უკავია წვივის ნახევარი ან მთლიანად მთელი

Read More