ავადჰარა
ავადჰარა წყალი ,,ავადჰარა” – სამკურნალო მინერალური წყალი აფხაზეთში (მდინარე ავადჰარის ხეობა). ქ. გაგრიდან 90კმ, ზღვის დონიდან 1650 მ, „ ავადჰარის“ წყაროები მცირე დებიტიანია (0,02-0,05 ლ/წმ) და დაბალი ტემპერატურა აქვს (7-9 °C). „ ავადჰარის“ წყაროები შეიცავს ნახშირმჟავა აირს (1,8 გ/ლ-მდე); „ავადჰარის“ წყაროები განეკუთვნება ჰიდროკარბონატულ ნატრიუმ-კალციუმიან წყლებს. მინერალიზაცია — 2,4 გ/ლ. ბურღვის შედეგად ღრმა ჰორიზონტებიდან ამოყვანილია დიდი რაოდენობის მაღალმინერალიზებული (17,7გ/ლ) სოდიანი წყალი. „ავადჰარის“ ტიპის