medgeo.net

ხელოვნური ინტელექტის ექიმი

ექიმი ხელოვნური ინტელექტით - ქართულ ენაზე, უფასო და ფასიანი სერვისები + ქართველ „ონლაინ ექიმთა“ სია

Read More

ჩვენი საკონსულტაციო ქსელი

Medgeo.net დიდი საკონსულტაციო ქსელიცაა, რომელიც მრავალ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს

Read More

მკურნალობა საზღვარგარეთ

კონსულტაციები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა საზღვარგარეთ, წამყვან სამედიცინო კლინიკებში

Read More

პარკინსონიზმი

პარკინსონიზმი parkinsonism

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პარკინსონიზმი ქრონიკული დაავადება, რომელიც განპირობებულია ქერქქვეშა განგლიებში კატექოლამინების მეტაბოლიზმის დარღვევით; ვლინდება აკინეზიით, კუნთების ტრემორითა და რიგიდულობით.

პარკინსონიზმი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადება ვითარდება მრავალი სხვადასხვა მიზეზის შედეგად, რომლებიც მოქმედებენ ქერქქვეშა განგლიებზე: ენზიმური სტრუქტურების პირველადი უკმარისობა, ინტოქსიკაციები, მათ შორის წამლისმიერი (ნეიროლეპტიკები, რეზერპინი, დოპეგიტი), ენცეფალიტები, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის სიმსივნეები. ამჟამად განსაკუთრებით ხშირად გვხვდება იდიოპათიკური ფორმა და წამლისმიერი პარკინსონიზმი. აღინიშნება კატექოლამინების შემცველობის შემცირება კუდიან ბირთვში და შავ სუბსტანციაში, რაც იწვევს ექსტრაპირამიდული სისტემის დისფუნქციას.

Read More