medgeo.net

ხელოვნური ინტელექტის ექიმი

ექიმი ხელოვნური ინტელექტით - ქართულ ენაზე, უფასო და ფასიანი სერვისები + ქართველ „ონლაინ ექიმთა“ სია

Read More

ჩვენი საკონსულტაციო ქსელი

Medgeo.net დიდი საკონსულტაციო ქსელიცაა, რომელიც მრავალ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს

Read More

მკურნალობა საზღვარგარეთ

კონსულტაციები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა საზღვარგარეთ, წამყვან სამედიცინო კლინიკებში

Read More

ენტერიტი

 ენტერიტი enteritis

ენტერიტი – წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადება.

მწვავე ენტერიტი. მწვავე ენტერიტის დროს ხშირად პათოლოგიურ პროცესში ერთდროულად ერთვება კუჭიც და მსხვილი ნაწლავიც.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამოყოფენ მწვავე ენტერიტებს: 1. ინფექციური და ვირუსული წარმოშობის; 2. ალიმენტური; 3. ტოქსიკური; 4. ალერგიული. პათოგენეზი განპირობებულია პათოლოგიური საწყისის ზემოქმედებით წვრილი ნაწლავის ლორწოვანზე. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია ცივი სასმელების მიღება, ორგანიზმის საერთო გადაცივება, პოლიჰიპოვიტამინოზები და სხვა ფაქტორები.

სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება შესაძლებელია დაიწყოს ადგილობრივი სიმპტომებით – გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცელში ყურყური, ზოგჯერ სპატიკური ტკივილები. შემდეგში მას ერთვის საერთო სისუსტე, ზოგადი დაუძლურება, ცივი ოფლი, ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენები, სისხლძარღვოვანი კოლაფსის სიმპტომები.

Read More