ხელოვნური ინტელექტის ექიმი
ექიმი ხელოვნური ინტელექტით - ქართულ ენაზე, უფასო და ფასიანი სერვისები + ქართველ „ონლაინ ექიმთა“ სია

ექიმი ხელოვნური ინტელექტით - ქართულ ენაზე, უფასო და ფასიანი სერვისები + ქართველ „ონლაინ ექიმთა“ სია

Medgeo.net დიდი საკონსულტაციო ქსელიცაა, რომელიც მრავალ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს

კონსულტაციები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა საზღვარგარეთ, წამყვან სამედიცინო კლინიკებში
ლალი დათეშიძე
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
საჭმლის მონელების უკმარისობის სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტში საჭმლის მონელების დარღვევით. განასხვავებენ მონელებას ღრუ ორგანოში და კედლისმიერ მონელებას, ასევე საჭმლის მონელების უკმარისობის სინდრომის შერეულ ფორმებს.
დისპეფსიები. ეტიოლოგია, პათოგენეზი. დისპეფსიები წარმოიქმნება კუჭის სეკრეტორული ფუნქციის, კუჭქვეშა ჯირკვლის შიგასეკრეტორული ფუნქციის, ნაღვლის გამოყოფის არაკომპენსირებული უკმარისობით, ქიმუსის პასაჟის დარღვევით კუჭ – ნაწლავის ტრაქტში; გარკვეული მნიშვნელობა აქვს ნაწლავურ ინფექციებს, დისბაქტერიოზს, ალიმენტურ დარღვევებს.