Category Archives: კბილის

ფლეგმონა

ფლეგმონა ყბის ირგვლივი ფლეგმონა (perimaxillary phlegmon) – ყბა-სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებშორისი  ქსოვილის  ჩირქოვან-დიფუზური ანთება. ფლეგმონა – ეტიოლოგია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი უკავშირდება რბილი ქსოვილების ღრმა ფენებში ინფექციის შეღწევას და ორგანიზმის ალერგიული და არასპეციფიკური რეაქტიულობის მდგომარეობას. ფლეგმონის განვითარებას ხშირად წინ უძღვის ყბის ოსტეომიელიტი, კბილის მწვავე მწვერვალისირგვლივი დაავადებები, ლიმფადენიტი და სხვ. ფლეგმონა – სიმპტომები.

Read More

ქრონიკული სტომატოგენური ინფექცია

ქრონიკული სტომატოგენური ინფექცია

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ქრონიკული სტომატოგენური ინფექცია – ქრონიკული ანთების კერა პირის ღრუში; იწვევს ორგანიზმის სენსიბილიზაციას.

ქრონიკული სტომატოგენური ინფექცია – სიმპტომები. ახასიათებს დუნე, ხანგრძლივი მიმდინარეობა. ვლინდება სისუსტე, სწრაფად დაღლა, თავის ტკივილი, სხეულის სუბფებრილური ტემპერატურა, ლეიკოციტოზი, რომელიც მონაცვლეობს ლეიკოპენიასთან, ლიმფოციტოზი, მეორადი ანემია, ედსის მომატება. კანის დადებითი სინჯები ალერგენებზე. ვლინდება კბილები მკვდარი პულპით, პაროდონტული ჯიბეები და სხვ. ქრონიკული კერა ხშირად განაპირობებს რევმატიზმის, რევმატოიდული ართრიტის, ნეფრიტის, ირიდოციკლიტის და სხვა ინფექციურ – ალერგიული დაავადებების განვითარებას.

Read More